განცხადებები

მოსწავლეების საყურადღებოდ!
გთხოვთ, ზაფხულის ნამუშევრები მათემატიკაში მოიტანოთ ორშაბათს.
ასევე, უბრალო ფანქრები.
15.09.2017

მშობელთა კრება N1
 მშობელთა კრება ჩატარდება პარასკევს, 22 სექტემბერს, მე-4 გაკვეთილის შემდეგ, 11:50 სთ-ზე. 
20.09.2017
მშობელთა კომიტეტის შეკრება N1
მშობელთა კომიტეტის მოქმედი და მომავალი წევრების (ვიწვევ აქტიურ მშობლებს) სამუშაო შეხვედრა N1, ჩატარდება  პარასკევს, 29 სექტემბერს, მე-4 გაკვეთილის შემდეგ, 12 სთ-ზე. 
28.09.2017
მშობლების დღე
ყოველ პარასკევს, სკოლის კარი ღიაა ნებისმიერი მშობლისათვის, 14:00-15:00 საათებში.
უმჯობესია შეხვედრა წინასწარ შეათანხმოთ დამრიგებელთან.
                                                                                                                                                29.09.2017
მშობლების საყურადღებოდ!
გთხოვთ წინასწარ გამაფრთხილოთ, თუკი მოსწავლემ გაკვეთილების დამთავრებამდე უნდა დატოვოს სკოლის ტერიტორია, თუნდაც მშობელთან ან ახლობელთან ერთად.

9.10.2017
პატივცემულო მშობლებო!
მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არის 
საგნის მასწავლებელი  _ გაკვეთილზე,
დამრიგებელი _ დასვენებებზე (საკლასო ოთახში),
სკოლის მორიგე მასწავლებელი _ კორიდორში.
23.10.2017

  • ოთხშაბათს, 25 ოქტომბერს, მოსწავლეები სკოლიდან თავისუფლები იქნებიან 12:30 საათზე; ჩატარდება კლასის საათი.
  • შაბათს, 28 ოქტომბერს, ვსწავლობთ სამშაბათის ცხრილით, მე-2 გაკვეთილიდან. ბავშვები სკოლაში უნდა გამოცხადნენ 9:00 საათზე.
24.10.2017


ძვირფასო მშობლებო!

დაგეგმილი მაქვს მოსწავლეების ჩართვა რამდენიმე პროექტში (სადამრიგებლოს ფარგლებში) რისთვისაც საჭიროა მონაწილეების შერჩევა სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით; ამას გარდა, პროექტების განმავლობაში მომზადდება სხვადასხვა ტიპის მასალა (თხზულება, ესე, სურათი, ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ, მოსწავლის პირადი სურათი, კლასის ფოტო სურათები  და სხვა. ყველა დაინტერესებულ ადამიანს  ექნება  ინტერნეტში ამ მასალების ნახვის   საშუალება), რისთვისაც საჭიროა მშობელთა თანხმობა. ამდენად თუ ხართ თანახმა თქვენი შვილის ვინაობა და ფოტო განთავსდეს ინტერნეტში, მეწვიეთ თანხმობის ბარათზე ხელის მოსაწერად,  შაბათს, 28 ოქტომბერს.
25.10.2017


მშობლების საყურადღებოდ!

პარასკევს, 3 ნოემბერს, 12 საათზე ჩატარდება მშობელთა კრება.
27.10.2017


მოსწავლეების საყურადღებოდ!
სამშაბათს, 7 ნოემბერს ჩატარდება კლასის საათი თემაზე "მეგობრობა"; ყველა მოსწავლის დასწრება სავალდებულოა.
2.11.2017


ყურადღება!
სკოლაში მივიღეთ თეატრის ბილეთები. სპექტაკლები გაიმართება კუს ტბასთან, ახალ შენობაში. 1 სპექტაკლი ჩატარდება ნოემბერში, 2 კი მეორე სემესტრში. მსურველები დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ს.კარახანოვას (ა.ნაბიევის დედა).
6.11.2017


მოსწავლეების საყურადღებოდ!
სამშაბათს, 14 ნოემბერს, მეხუთე გაკვეთილზე ჩატარდება სამუშაო შეხვედრა თემაზე "ჩემი დედიკო", დასწრება თავისუფალია; სასურველია მონაწილეობა მიიღოს ყველამ.
აუცილებელი მოთხოვნა!  ყველა მონაწილე უნდა გამოცხადდეს მომზადებული, თემის შესაბამისი მასალებით.
P.S. შესაძლოა შეიცვალოს შეხვედრის თარიღი, რასაც გაცნობებთ წინასწარ. 
7.11.2017